ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
კახეთის გუბერნატორმა და მოადგილეებმა პრემიებისა და დანამატის სახით 75 758 ლარი აიღეს
16 იანვარი, 2012 წ.


2011 წელს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და მისმა მოადგილეებმა, ხელფასის გარდა პრემიები და დანამატი აიღეს, 75 758 ლარის ოდენობით. აქედან, გიორგი ღვინიაშვილმა პრემიის სახით 38 350 ლარი აიღო. მისი ყოველწლიური ხელფასი 35 400 ლარია, თუმცა გუბერნატორები ყოველთვიურად ორმაგ ხელფასს იღებენ, რაც საერთო ჯამში 70 800 ლარს შეადგენს



 



გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა 2011 წელს პრემიის სახით 12 944 ლარი აიღო, ხოლო დანამატის სახით - 3 525 ლარი. სიბაშვილის ყოველწლიური ხელფასი 28 320 ლარია.



 



გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე კახიძემ გასულ წელს პრემიის სახით 10 343 ლარი აიღო, დანამატის სახით - 3 825 ლარი. მისი ყოველწლიური ხელფასი კი 27 000 ლარია.



 



გუბერნატორის კიდევ ერთმა მოადგილემ პეტრე კიკნაძემ, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნა, პრემიის სახით 6 421 ლარი, სახელფასო დანამატის სახით კი 350 ლარი აიღო. მისი ყოველწლიური ხელფასი 27 000 ლარი იყო.



 



„ახალი  7 დღე“

 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა