ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
გასაიდუმლოებული თანხები საჩხერის მუნიციპალიტეტში
01 აგვისტო, 2011 წ.


მარი პატარაია  



 





საჩხერის მუნიციპალიტეტში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სოფელბისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას ასაიდუმლოებენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლებში განსახორციელებელი პროექტები უკვე გაწერილია, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე   თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გამჟღავნებაზე უარს ამბობს.  `მართალია ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ჯერ ყველაფერი დაანგარიშებული არ არის. მხოლოდ მიახლოებითი ციფრებია. საბოლოო ვერსია როცა გვექნება, მაშინ იქნება ეს ინფორმაცია ღია~ - ამობობს ზურაბ ცერცვაძე, რომელიც ამავე დროს ადასტურებს, რომ თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა წინასწარვე იყო ცნობილი. მისი თქმით, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ამ შემთხვევაშიც სოფლების მიხედვით თანხის განაწილების `ინსტრუქცია~,  თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამის ბრძანებას დანართის სახით მოყვა.  `ესენი ყველანაირ ინფორმაციას ბლოკავენ. არც ერთმა სოფელმა არ იცის რა თანხა ეკუთვნის ამ პროგრამის ფარგლებში. მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ ისე დაგეგმეს პროექტები, რომელიც ძალზედ ბუნდოვანია.  გაკეთებულიც მე არაფერი მინახავს. ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სურთ. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა  დაინტერესდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის საქმიანობით~ - ამბობს `რესპუბლიკური პარტიის~ საჩხერის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი ინგა ზამბახიძე. როგორც ირკვევა, საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფორმაციული გამჭვირვალობა ერთადერთი პრობლემა არ არის. როგორც საკრებულოს ოპზიციონერი წევრი ინგა ზამბახიძე ამბობს,  საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლება, არამარტო ბლოკავს ინფორმაციას, არამედ  მუნიციპალიტეტის საქმიანობით დაინტერესებულ პირებზე ზეწოლასაც ახორციელებს. `როცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია სოფლების მიხედვით თანხების გადანაწილების შესახებ და დავიწყეთ სხვა აქტივობები რაიონში, პირდაპირ ჩემ ოჯახზე წამოვიდა მუქარა. ბევრი რამ არის ისეთი, რისი გამოაშკარავებაც მათ ინტერესებში არ შედის ~ -ამბობს ინგა ზამბახიძე.  სახელმწიფო პროგრამის თანახმად,  სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მარტივი გაანგარიშებით, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ყველა სოფელს უნდა შეხვდეს.     საჩხერის მუნიციპალიტეტში შემუშავებული პროექტის მიხედვით კი ირკვევა, რომ  საჩხერის 52 სოფლიდან მიმდინარე წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~  მხოლოდ 39 სოფელი ისარგებლებს. დანარჩენი 13 სოფელი კი პროექტს მიღმა დარჩა. მათთვის მიმდინარე წელს არც ერთი პროექტი არ არის გათვალისწინებული. Gგამოდის, რომ, სახელწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 771 954 ათასი ლარი არა 52, არამედ 39 სოფელზე გადანაწილდა. აღნიშნულ ფაქტს საჩხერის გამგებელი შემდეგნაირად ხსნის: `არის შემთხვევები, როცა ერთი სოფელი სხვა სოფელს უთმობს თანხებს. თუმცა, მომავალ წელს უკვე პროექტს მიღმა დარჩენილი  სოფელი ხდება პრიორიტეტული. ასეთი ბოლო სამი წლის მანძილზე რამდენიმე შემთხვევა იყო. Uმოსახლეობამ თავდ გამოიმუშავა სოლიდარობის უნარი და ამის გამო დაბრკოლებას არ ქმნიან ~ - ამბობს ზურაბ ცერცვაძე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება საჩხერის სოფლებში  ერთი თვის წინ დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, ამ ეტაპზე სამუშაოების მხოლოდ ნახევარია შესრულებული. სოფლებში ჯერ არ დაწყებულა მოხრეშვითი სამუშაოები და არც სასმელი წყლის მილები დაურიგებიათ მოსახლეობისთვის. როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, სასმელი წყლის მილებს 14 სოფელი თვის ბოლოდან მიიღებს. `მთავარი ორიენტირი წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაზე ავიღეთ. შესაბამისად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი პროექტი ამ მიზნით შემუშავდა. მოსახლეობისთვის გარდა მილების შეძენისა, პროექტში ჩასმულია რამდენიმე სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციაც~ - ამბობს ზურაბ ცერცვაძე. თუმცა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სოფელ ბაჯითსა და სხვიტორში მიაჩნიათ, რომ თანხები ყოველწლიურად ამ მიზნით უშედეგოდ იხარჯება, რადგან უსახსრობის გამო  სოფელთა უმეტესობამ მილები ვერ გამოიყენა ეს ნახევერად გაკეთებული საქმეა. როგორც გვეუბნებიან ჩვენი ძალებით უნდა გამოვიყვანოთ წყალი. ამისთვის მხოლოდ მილები არ არის საკმარისი. Mმუშახელის დაქირავება კი  სოფელს ძვირი უჯდება. ზოგჯერ თვითონ მოსახლეობა არ არის ორგანიზებული და ფული წყალში იყრება~ - ამბობს სოფელ ბანოჯის მცხოვრები.   `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში წყალტუბოს გამგეობამ სულ  72 პროექტი შეიმუშავა. პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ინფრასრტუქტურულ სამუშაოებს მოიცავს. სხვა მუნიციპალიტეტებში შემუშავებული სოფლის პროექტების მსგავსად, წამყავნი ადგილი აქაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სასაფლაოებისა და საძოვრების შემოღობვას, სოფლის წყაროების მოწყობას და სათამაშო მოედნების რეაბლიტაციას     უკავია.`რამდენიმე სოფელში ვიყავით მონიტორინგის მიზნით. ცხადია მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ რჩება ბევრი პრობლემა, რომელთა გადაჭრაც ხშირად არასაკამრისი თანხის გამო, უფრო მეტად კი პრობლემის ნაკლებად პრიორიტეტულობის გამო ვერ ხერხდება.  მაგალითად, სოფელ ორღულის მოსახლეობა სასაფლაოს შემოღობვას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ პროექტში ხიდ-ბოგირის შეკეთება ჩაისვა. ბევრი სოფელია, სადაც ნომერ პირველი  პრობლემა კვლავ მოუგვარებელია~ - ამბობს `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ საჩხერის ორგანიზაციის წარმომადგენელი  და საკრებულოს წევრი ნოდარ ბლიაძე. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს 10-მდე ადგილობრივი სამშენებლო კომპანია და ინდ. მეწარმე საკუთარი ძალებით ახორციელებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაოებში ჩართვის ერთადერთი საშუალება, მათი ინდ. მეწარმეებად დარეგისტრირებაა. `სოფლის პროგრამის~ დასრულების ბოლო ვადად სექტემბრის ბოლო სახელდება.   როგორც საჩხერის გამგებელი ამბობს, სოფლებზე გადანაწილებული თანხების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ გახდება საჯარო.

 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა