ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
,,პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება”
25 ოქტომბერი, 2013 წ.
,,ზვიად ძიძიგური პოლიტიკურ კრიზისს, ეტყობა, მაშინაც ვერ ხედავდა, როცა კიტოვანის გვარდია მთავრობის სასახლეს ქვემეხებს უშენდა, რადგან ბუნკერში უზენაესი საბჭო, ანუ მაშინდელი პარლამენტი და მთავრობა მაინც იკრიბებოდა. კრიზისის სერიოზული ნიშნები ჯერ კიდევ 1991-ის დასაწყისში გამოჩნდა, როცა არც ხალხი იყო ქუჩაში და არც ისროდნენ"

ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

- ბატონო ვაჟა, რა არის მთავარი დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში?

- დღეს მთავარია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, არ გაყალბდეს იგი და ეგრეთ წოდებული ,,უმეფობის ხანა” ანუ ,,ინტერრექსი" დროულად დასრულდეს. ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ის მიდის პოლიტიკიდან და მთავრობის მეთაურის პოსტიდან, დაფიქსირდა პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები, პერსპექტივაში, აქედან გამომდინარე, პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემის გაჩენამ ასეთი რეალობა უფრო თვალსაჩინო გახადა, ამიტომ ახლა მთავარია ახალი საკონსტიტუციო რეალობის მნიშვნელოვანი რგოლი – პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით იქნას აღჭურვილი.


- თქვენ ხედავთ საფრთხეს, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს?

- ასეთ საფრთხეზე საუბრობენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები და მათი არგუმენტები, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ძველი წესი, რომლის თანახმადაც ეს კომისიები მხოლოდ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დაუზუსტებელია სიები და ასე შემდეგ, აჩენს არჩევნების გაყალბების თეორიულ შანსს. ის რაც თეორიულად შესაძლებელია, არც პრაქტიკულად არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება ცალსახაა – ისინი მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მომხრენი არიან. ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა არჩევნების გაყალბების დაშვების გამოსარიცხად.

არის საკმაოდ საინტერესო არგუმენტი, ჯერ-ჯერობით საფუძველს მოკლებული, მაგრამ რეალური. ვითარება ,,ქართულ ოცნებას" და ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აიძულებს გაურიგდნენ ერთმანეთს არჩევნების შედეგების დაფიქსირების საკითხში. პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილი გადის. ეს უდაოა. თუმცა პირველივე ტურში მისი გამარჯვება პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების ნაწილში ეჭვს იწვევს. ,,ქართულ ოცნებას" მხოლოდ პირველივე ტურში დამაჯარებელი გამარაჯვება აწყობს. თუ ასე არ მოხდა, ვილნიუსის ფორუმს პრეზიდენტის აპლუაში მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ აღლუმსაც ის მიიღებს. ,,ოცნების" ლიდერებს ამის წარმოდგენაც კი ზარავთ. სამაგიეროდ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მძიმედ, მაგრამ მაინც შეელევა ამ პერსპექტივას, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატი მეორე ადგილზე გავა, რაც იმის დასტური იქნება, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მისი კრიმინალური და შეცდომებით აღსავსე ცხრა წლიანი წარსულის მიუხედავად, ქართული საზოგადოების მიერ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარ, ლამის ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად და რეალურ ალტერნატივად დაფიქსირდება, ანუ ჩნდება რეალური შანსი დროთა განმავლობაში სრული რეაბილიტაციისა ხალხის თვალში და უკვე მომავალ, ადგილობრივი თვითმართველოსბის არჩევნებში, წარმატების მიღწევის. ამ კონკრეტიკის გათვალისწინებით ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის გარიგებას ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი, პარტია და საზოგადოების ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს. მე მკაფიოდ ვერ ვიტყვი რამდენად უსაფუძვლოა, ასეთი მოლოდინი, მაგრამ ის, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სათანადო პირობები, არ არსებობენ დამოუკიდებელი, ობიექტური და ნდობის მაღალი რეპუტაციით მოსარგებლე სოციოლოგიური კვლევების კომპანიები, რის გამოც ასეთ კვლევებს ატარებენ და რეიტინგებს ადგენენ ამერიკული ორგანიზაციები, NDI Dდა IRI ან კიდევ პარტიების მიერ დაქირავებული სოციოლოგიური ჯგუფები, რომლებიც, ბუნებრივია, გარკვეულწილად ტენდენციურები არიან, სხვა ფიქრისთვის განგაწყობს კაცს. ჩანს მავანთ ისევ არჩევნებით მანიპულირება სურთ და ასეთი გზა ეიმედებათ. თორემ ჩვენთვის სანიმუშო პოლონეთში, საიდანაც ჩვენთან სტუმრად, სულ ახლახანს, ბრძანდებოდა ბატონი სიკორსკი, თითქმის ერთი პროცენტის სიზუსტით იციან არჩევნების შედეგები, რომლებსაც უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სოციოლოგიური კვლევების პოლონური კომპანიები ადგენენ. ამერიკულმა ორგანიზაციებმა და მათმა წარმომადგენლებმა კი ქართული საზოგადოების ნდობა ნაციონალების მმართველობის პერიოდში დაკარგეს, რადგან ისინი წლების განმავლობაში აქვეყნებდნენ შედეგებს, რომლებიც რეალურ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, რეალურია თუ არა მეორე ტური, არ ვიცით აქვს თუ არა მეორე ადგილზე გასვლის შანსი ნინო ბურჯანაძეს, ჩვენ არაფერი არ ვიცით, ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ინტუიციას პლუს გამოვიყენოთ რამაზ საყვარელიძის ,,ძაღლის გასეირნების" მეთოდი, საზოგადოების რეალური განწყობის გასაზომად.

- როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი. ვფიქრობ, მეორე ტურში.

- ვინ გავა მეორე ადგილზე?

- ნინო ბურჯანაძეს მეორე ადგილზე გასვლის მეტი შანსი აქვს, სამართლიანი არჩევნების პირობებში, ვიდრე დავით ბაქრაძეს, თუმცა მათი შანსები მაინც დაახლოებით თანაბარია.

- ბატონო ვაჟა, თქვენ რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრესთან დაკავშირებით. იქნებ უთხრათ ,,ბ&ფ~-ს ვინ იქნება მომავალი პრემიერი?

- პროგნოზები უმადური საქმეა, არ მიყვარს პროგნოზების კეთება. რამდენიმე კანდიდატურაზე მართლაც მედიასთან გამოვთქვი მოსაზრებები, ამა თუ იმ კანდიდატის შესატყვისობაზე პრემიერის პოსტთან. თუმცა ეს კანდიდატურები მე თავად ჟურნალისტებმა დამისახელეს, როგორც საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად სავარაუდო კანდიდატურები. მე არ მიმაჩნია სწორად ბიძინა ივანიშვილის მიერ მემკვიდრის დანიშვნა, თუმცა ასეთია რეალობა და ამას უნდა შევეგუოთ. ოღონდ ბატონ ბიძინას უნდა ვთხოვოთ გაითვალისწინოს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში პრემიერ-მინისტრი ნომერ პირველი თანამდებობის პირი და ფაქტობრივად ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და თქვენი შეკითხვის პასუხად პროგნოზი გავაკეთო, გეტყვით, რომ ჩემი ვარაუდით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. ვიცნობ რა სიტუაციას, ვიცი რა, თუ როგორ უდგება პრემიერი ივანიშვილი საკადრო პოლიტიკას, ვფიქრობ, ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე თავისი გუნდიდად ის ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი კეთილშობილი პიროვნება, უაღრესად განათლებული ადამიანი და კარგი მენეჯერია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც მინისტრი. და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი – ის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ძალიან მაღალია მისდამი პრემიერის ნდობის ფაქტორი. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული საზოგადოებისთვისაც მისაღები პიროვნება. თუმცა სხვა კანდიდატებიც ფიგურირებენ და მათ შორის გიორგი კვირიკაშვილს მეტი შანსი აქვს, გახდეს პრემიერის რჩეული. გამორიცხვა არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების განწყობის შეიძლება. მათთვის პრემიერ-მინისტრად ანუ საქართველოს მომავალ ლიდერად ირაკლი ალასანიას ან დათო უსუფაშვილის ხილვა უფრო მისაღებია. თუმცა ალასანიას პრემიერი ამ ეტაპზე აღარ წყალობს, უსუფაშვილს კი ივანიშვილი, თუ ამერიკელები დაითანხმა, მაინც ირაკლი ღარიბაშვილს ამჯობინებს.

ამ კონკრეტული კონიუნქტურის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველი არჩევნების წინ ან ყოველი უმაღლესი თანამდებობის გათავისუფლებისას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ლევან ვასაძის აჩრდილი დადის. ის კარგი ~ხირიმივით” ჰკიდია კედელზე, თოფი კი თოფია და როცა ის პიესის ამ მოქმედებაში კედელზე ჰკიდია, რომელიმე მომდევნოში უეჭველად გაისვრის...

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ქვეყანაში კრიზისულ მდგომარეობასა და პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობთ. რამდენად რეალურია პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში?

- გიორგი, თქვენ გაიმეორეთ ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და იგი მან ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. არადა, ვითარება სხვაა. იმედია, თქვენ ხედავთ განსხვავებას პოლიტიკურ კრიზისსა და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს შორის. ეს, ბუნებრივია, ორი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული მდგომარეობის აღმნიშვნელი ცნებებია. სააგენტო `ინტერპრესნიუსის~ კორესპოდენტ კობა ბენდელიანთან საუბრისას, მე შევნიშნე, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკიდან და მთავრობის მეთაურის პოსტიდან ახალ წლამდე წასვლის შესახებ პოლიტიკური კრიზისის ნიშნები გააჩინა. ამას იქ ტექსტში მოჰყვება შესაბამისი არგუმენტაცია. ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული პრემიერის გასვლა არენიდან აჩენს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, შესაბამისი შედეგებით, აღრმავებს ეკონომიკური ზრდის შენელებას, შეიძლება ითქვას, ვარდნას და საინვესტიციო შიმშილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ ვლაპარაკობ უმუშევრობის ზრდაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის 400 მილიონიან დეფიციტზე და მის შევსებაზე სახაზინო ვალდებულებებით. როცა ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი მიდის და პარლამენტში ტოვებს ფაქტობრივად ურეიტინგო პარტიებს, ეს უკვე პოლიტიკური კრიზისის ნიშანია და თუ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები ქართული პოლიტიკური კლასის მიერ, სრულფასოვან კრიზისს თავიდან ვერ ავიცილებთ.

- რა უნდა გაკეთდეს შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად?

- როცა მოსახლეობის უმრავლესობის ნებით არჩეული პრემიერი მიდის, თუ არ ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ლეგიტიმაციის პრობლემა უდგება, პარლამენტის ,,ქართული ოცნების" უმრავლესობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლოკომოტივის პრინციპით შეიყვანა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, ლეგიტიმურობის პრობლემა ექმნება ასეთი უმრავლესობის მიერ დანიშნულ მთავრობასაც. როგორ, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი? ბევრ სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ვისაც დანახვა არ უნდა, ვერ დაინახავს. აი, რამდენიმე დღის წინ პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა გამაკრიტიკა. ,,მაესტროს" ეთერში, ჩემი გვარის დაუსახელებლად, მან იმ მავან ექსპერტზე ისაუბრა, ვინც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ საუბრობს პოლიტიკურ კრიზისზე მაშინ, როცა პარლამენტი იკრიბება, მთავრობა მუშაობს და ხალხიც ქუჩაში არ არის გამოსული. ჯერ ერთი, ის განზრახ ამახინჯებს ან უნებლიედ იმეორებს შეცდომას. მე ვისაუბრე პოლიტიკური კრიზისის ნიშნებზე და არა პოლიტიკურ კრიზისზე, რომელთა შორის დიდი `მზღვარია~. და მეორე, როცა ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სპეციალისტები და მოქალაქეები პოლიტიკური კრიზისის ნიშნებზე და მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობენ, პოლიტიკოსებს დაფიქრება მართებთ და არა ამ მოსაზრებათა ავტორების გაქილიკება ან მესიანიზმთან მებრძოლი თავიანთი ლიდერის გაკერპება და მისთვის ოსანას მღერა. ზვიად ძიძიგური პოლიტიკურ კრიზისს, ეტობა, მაშინაც ვერ ხედავდა, როცა 1991-იანების დასაწყისში ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მაგრამ ხალხი ჯერ ქუჩაში არ იყო გამოსული და პური ცხვებოდა პურის ქარხნებში, იქნებ ვერც მაშინ, როცა კიტოვანის გვარდია მთავრობის სასახლეს ქვემეხებს უშენდა, იქნებ მაშინაც არ იყო პოლიტიკური კრიზისი, რადგან ბუნკერში უზენაესი საბჭო, ანუ მაშინდელი პარლამენტი და მთავრობა იკრიბებოდა. მას იმასაც შევახსენებდი, რომ 2009 წელს, როცა სააკაშვილი თბილისში ვერ ჩერდებოდა და გარე-გარე დარბოდა, ისიც თვლიდა, რომ ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისი იყო და არც პოლიტიკური კრიზისის ნიშნები – პარლამენტს შეკრების შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო მთავრობას გასვლითი სხდომების ჩატარების.

- გამოსავალს რაში ხედავთ, რა აგვაცლებს თავიდან კრიზისებს, იქნება ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური?

- უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური კლასი და საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღზე, მანამდე მკაფიოდ შევთანხმდეთ ორი მთავარი პოლიტიკური ძალის - ,,ქართული ოცნებისა" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოჰაბიტაციის საზღვრებსა და კონკრეტულ შინაარსზე. ნუ მოვატყუებთ საზოგადოებას, უფრო სწორად, პოლიტიკოსები ნუ დაპირდებიან, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება. კოჰაბიტაცია არ ყოფილა `ქართული ოცნების~ და ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, ის იყო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების - ევროპისა და ამერიკის მოთხოვნა-ულტიმატუმი და ეს მოთხოვნა ძალაში დარჩება 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებამდე. იმის გათვალისწინებით კი, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ პრემიერის უფლებების შეკვეცისა და პარლამენტის უფლებების გაზრდის პირობებში კოჰაბიტაცია, შესაძლოა, ფაქტობრივ ალიანსში გადაიზარდოს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას ნაციონალების მხარდაჭერა და თანხმობა დასჭირდება.
აბა?!


http://www.bfm.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30