„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძეს პარლამენტს ჩავაბარებ, ბიძინა ივანიშვილს კი არსად არ გავუშვებ, თუ არადა მოველაპარაკები, გამიცვალოს და მე ვიქნები მთავრობის მეთაური და ის პრეზიდენტი იყოს"- ამის შესახებ
„ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ავთანდილ მარგიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა მოსახლეობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება მისცა. როგორც მარგიანი აცხადებს, ქვეყნის პირველ პირად მისი არჩევის დღიდან ერთ წელიწადში, ის საქართველოს გაამთლიანებს.
„აფხაზები და ოსები ჩვენი მოძმეები არიან. რუსეთი პრობლემას არ წაროადგენს, რუსებთან 5 წუთში მოგვარდება ყველაფერი, რუსეთი აწევს ხელს. დავდებ მასთან 20 წლიან სამხედრო -სტრატეგიულ ხელშეკრულებას. თუკი ამას არ შევასრულებ, მაშინვე ჩამომახრჩვეთ"- განაცხადა ავთანდილ მარგიანმა.
პრეზიდენტობის კანდიდატი, სახელისუფლებო მანდატის მიღების შემდეგ, პირველი რასაც განახორციელებს, ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო მოღვაწეთა უმკაცრესი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღება, რომლის თანახმადაც ყველა პირი დასჯილი იქნება ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო.
ავთანდილ მარგიანმა საგარეო პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიული კავშირი კეთილმეზობლური ურთიერთოებების ჩამოყალიბების უპირობო საწინდარია.
ალა გრიგალაშვილი
http://www.reportiori.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები