ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ სრულდება
08 ოქტომბერი, 2013 წ.
სოფლის რწმუნებულების ინფორმაციით, ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მიმდინარე პროექტების 95 პროცენტი დასრულებულია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე ისაუბრეს.

რწმუნებულების განმარტებით, უმეტეს სოფლებში სამუშაოები დასრულებულია.

„ჩემს ტერიტორიულ ორგანოში ექვსი პროექტი ხოციელდებოდა, ხუთი დასრულებულია. ამჯერად სოფელ ტყემლანაში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების 30 პროცენტი შესრულებულია, ვადა 15 ოქტომბრამდე გვაქვს“, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე.

გამგეობის თათბირს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიც ესწრებოდა.

„ვარ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, შემიძლია ნებისმიერ თათბირს დავესწრო. ეს იქნება გამგეობის თუ ნებისმიერი იმ სამსახურის, რომელიც ჩვენ გვექვემდებარება და რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა განლაგებული. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოების 95 პროცენტზე მეტი დასრულებულია“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
http://sknews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა