ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„ნაციონალები“: „ბესიკ ბრეგაძისთვის რომ ეცლიათ, ქუთაისის ბიუჯეტი სეკვესტრს გადაურჩებოდა“
25 სექტემბერი, 2013 წ.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის ბიუჯეტში, შესრულების ნაწილში არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა და ადგილობრივი თვითმმართველობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„ბიუჯეტის შეუსრულებლობას ჩვენ გვაბრალებენ და ავიწყდებათ ერთი რამ, სწორედ მათ დაუჭირეს მხარი ერთსულოვნად ამ ბიუჯეტის შესრულებას და მაშინ არ ჰქონდათ პრეტენზიები და არ საუბრობდნენ რისკებზე. 9 წლის განმავლობაში არც ერთი ბიუჯეტი არ ჩავარდნილა და რომ ეცლიათ ქალაქის ყოფილი მერისთვის ბესიკ ბრეგაძისთვის, ამ რეალობაში არ აღმოვჩნდებოდით",– განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მერაბ ბარათაშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალები" ასევე გამოეხმაურნენ საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ ვიცე–მერის პოსტზე ვიცე–მერის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას.
„კომისიის გადაწყვეტილება ვიცე-მერების დანიშვნასთან დაკავშირებით იყო წინასწარ დადგმული სპექტაკლი. დანიშნეს ისევ ისინი, ვინც მოვალეობას ასრულებდნენ. ეს კომისია გადაიქცა კანტორად, რომელიც ასრულებს „ქართული ოცნების“ სათავო ოფისიდან წამოსულ დირექტივებს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ 61 ადამიანს, ვინც ამ ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა",– ამბობს ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი

http://psnews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა