ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
დავით გამყრელიძე აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
09 მაისი, 2012 წ.

დავით გამყრელიძე აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდა "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე,

დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.


როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლიდერები დღეს შუახევის რაიონს ეწვივნენ.


"აჭარის მაღალმთიანეთი სპეციფიკურია თავის ადგილმდებარეობის გამო. აქ ტექნიკა ზამთარში გზების გასაწმენდადაც არის საჭირო და ხვნა-თესვისთვისაც. გლეხები ამბობენ, რომ ამ რეგიონისთვის მოხერხებული მინი-ტრაქტორები, რომლებიც მთავრობამ მათ თითქოს შეღავათიან ფასად შესთავაზა, ტექნიკის მაღაზიებში უფრო იაფად იყიდება, მაგრამ სიძვირის გამო მათთვის ხელმიუწვდომელია. საჭიროა სოფლებს ტრაქტორის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შეღავათიანი და მარტივი გზა შევთავაზოთ. აჭარაში ყველა სოფელს თავის ტექნიკა უნდა ჰქონდეს", - განაცხდა გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ტრაქტორის დაქირავებისა და საწვავზე მაღალი ფასების გამო აჭარელი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია თურქულთან შედარებით ძვირი და არაკონკურენტუნარიანია.


"ძალიან მშრომელი დიდაჭარელი გლეხი მეუბნებოდა, ადრე 20 ტონა კარტოფილს ვიღებდი, მაგრამ ახლა 5 ტონა მომყავს, იმიტომ რომ იმ ფასადაც ვეღარ ვყიდი, რაც ამ მოსავლის მოწევა მიჯდებაო. საწვავს თუ გავუიაფებთ, გლეხი ისევ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და უცხოურ პროდუქციასაც გაუწევს კონკურენციას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.


მისი თქმით, ამ მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია თუ გვინდა სოფლად მოსახლეობის ცხოვრების დონე ნორმალური გავხადოთ.

http://www.interpressnews.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა