გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის შეუსრულებლობის მიზეზების გარკვევისას, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გეგმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების მიერ 2012 წლის 23 მარტს მიღებულმა განკარგულებამ ჩააგდო. საუბარია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადზე.
გამგეობის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, გორის ბიუჯეტს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადების კუთხით, გეგმის შესრულებას 144 700 ლარი დააკლდა. ნაცვლად 520 ათასი ლარისა, გამგეობამ მხოლოდ 376 300 ლარის მობილიზება შეძლო.
,,გეგმის შეუსრულებლობაზე დიდად იმოქმედა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 მარტს მიღებულმა დადგენილებამ, რითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადების განაკვეთები ქალაქ გორში 0,26 ლარი დადგინდა, ხოლო გარდა ქალაქ გორისა 0,11 ლარი. აღნიშნული დადგენილებით გათანაბრებულ იქნა გორის ცენტრალურ ზონაში და გორის პერიფერიულ ზონებში არსებულ ქვეზონებზე გათვალისწინებული ტერიტორიული კოეფიციენტები ყველაზე დაბალ არსებულ კოეფიციენტთან, რამაზ მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივ ბიუჯეტში ხსენებული გადასახადის შემოსვლა“ – აღნიშნავს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ოფიციალურ ანგარიშში.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის 12 მარტის დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადა. ახალი დადგენილებით არასასოფლო-სამეურნეობი დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები, შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტების გათვალისწინებით, ქვეზონების მიხედვით განისაზღვრა. მიმდინარე წელს გორის ბიუჯეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შედარებით მეტ შემოსავალს ელოდება.
გამგეობის ცნობით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადზე გეგმის შეუსრულობა ,,საქართველოს რკინიგზის“ და გორის უნივერსიტეტის მიერ გადაუხდელმა თანხებმაც განაპირობა. დადგინდა, რომ 2012 წელს გორის უნივერსიტეტის მიერ 15 259 ლარი იყო ჩაურიცხავი. ეს თანხა კასპის ბიუჯეტში აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ კასპის გამგეობამ გორის ბიუჯეტს თანხა დაუბრუნა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები