ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საბავშვო ბაღებში სამჯერადი კვება ორის ხარჯზე მოხდება
14 სექტემბერი, 2013 წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბათილად ცნო დღემდე არსებული მისი განკარულება მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მშობელთა გადასახადების შესახებ.

დღემდე მშობლები გადასახადის სახით თვეში 25 ლარს იხდიდნენ ქალაქში, 15 ლარს კი სოფელში. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლიდან უფასო გახდება.

„ვინაიდან ორშაბათს ბაღში სწავლა იწყება და ასეთი განკარგულება არსებობდა, საჭირო გახდა ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა“, - განაცხადა ლევან მაქაცარიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა.

ამავე კანონის თანახმად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში კვება ორჯერადის ნაცვლად სამჯერადი იქნება. ამასთნ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კვებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა არ გაზრდილა.

ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის დირექტორმა მარინა კვივინიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ორჯერადი კვების დროს ბაღს ერთი დღე ერთი ბავშვის შენახვა 1,20 ლარი უჯდეობდა და იგივე ოდენობის თანხაა განსაზღვრული ახლაც, რაც მისივე თქმით, სამჯერადი კვებისთვის საკმარისია.

„კვებისთვის განსაზღვრულ თანხაზე ჩვენ საუბარი გვქონდა ბიუროს სხდომაზე, სადაც მარინა კვიკვინიამ განაცხადა, რომ შემოდგომაზე კონკრეტული პროდუქტები გაიაფდა, რამაც საშუალება მისცა მათ, საკვები ბავშვებისთვის დღეში სამჯერ იგივე ფასად გადანაწილდეს“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ლევან მაქაცარიამ.

http://livepress.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა