"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისელმა აქტივისტებმა წინასაარჩევნო დავალებები პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან მიიღეს.
როგორც "პირWელის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების შეხვედრას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა "ნაციონალებმა" დახურულ შეხვედრაზე წინასაარჩევნო დავალებები პირადად ვანო მერაბიშვილისგან მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები საოლქო კომისიის წევრებს, ბაღებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებს რესტორან "იმპერიალში" შეხვდნენ.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორიას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.
www.pirvel.com.ge