ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"როგორ დავალაგოთ ქალაქი?"
11 სექტემბერი, 2013 წ.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ზამბახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ქალაქში მწვანე საფარის მოვლის შეფერხების მიზეზები განუმარტა.

გაირკვა, რომ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება. აღნიშნულის მიზეზი კი იმავე სამუშაობის წინა შემსრულებელ კომპანიასთან „ფაუნა 2007“ სასამართლო დავაა. ზურაბ ზამბახიზის განმარტებით , შპს „ფაუნა 2007“ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც ქალაქის მერია იძულებული გახდა მასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა. ამას კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრება მოჰყვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2 სექტემბრის განჩინებით კი საქმის სამართალწარმოების დასრულებამდე ახალი ტენდერის შედეგების გაფორმება შეუძლებელი გახდა. „ასეთ სიტუაციაში როგორ დავალაგოთ ქალაქი?“- რიტორიკულ კითხვას სვამს ზამბახიზე და აღნიშნავს,რომ მერია მზადაა კანონის ფარგლებში პრობლემის გადაჭრის გზები ეძებოს.

ირინა მაკარიძე
http://aianews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა