გახდი მოხალისე დამკვირვებელი

13510976_1303997646297055_7822207253599725781_n

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. დღემდე ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებს თან ახლდა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალების მიერ ეთნიკური უმცირესობების ხმებით მანიპულირების პრობლემა.

„მწვანე კავკასია“ მხარს უჭერს აზერბაიჯანელი სტუდენტების ინიციატივას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას ქვემო ქართლის იმ უბნებზე, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების №23; №26; №28; №31; №32; №33; №34; №35; №36 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ N268/2016 განკარგულებით „მწვანე კავკასიას” დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა.

თუ გსურთ, დააკვირდეთ, თუ როგორ ჩატარდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თქვენს დასახლებაში, შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ფორმის ყველა ველი, რის შემდეგაც დააჭიროთ ღილაკს „მონაცემების გაგზავნა”.

ორგანიზაცია დაგიკავშირდებათ და ჩაგიტარებთ ტრენინგს საარჩევნო კანონმდებლობასა და დამკვირვებლის უფლებებში, მოგცემთ დამკვირვებლის მოწმობას და აღმოგიჩენთ ყველა საჭირო დახმარებას. დასახული ამოცანიდან გამომდინარე, მოხალისე დამკვირვებლისთვის აუცილებელია ქართული და აზერბაიჯანული ენების დამაკმაყოფილებლად ცოდნა.

პერსონალური ინფორმაცია

სახელი

გვარი

Email

მუნიციპალიტეტი

დასახლება

ტელეფონი

 

 

Close