Daily Archives: April 17, 2017

9 აპრილის მრავალეთნიკური ახალგაზრდული აქცია

"მწვანე კავკასიას" ინიციატივით 2017 წლის 9 აპრილს ეთნიკურად ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა ერთად მიაგეს პატივი 28 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. მათ ამით მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღვრილი სისხლი ერთნაირად ძვირფასია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.   ...

საკანონმდებლო წინადადება თანამონაწილეობით დაგეგმვაზე

2013 წლიდან "მწვანე კავკასია" მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, ახორციელებს პროექტებს მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით. 2017 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ორგანიზაციას მისი თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე წარმოადგენს. ჩვენი ხედვაა, რომ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაცია, თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და გადაწყვეტილე ...

Close