Daily Archives: May 27, 2016

“ადგილობრივი თვითმმართველობა” – სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა მწვანე კავკასიას (Green Caucasus) მიერ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან (ICCC) პარტნიორობით. სახელმძღვანელო განკუთვნილია საჯარო მოხელის სერტიფიკატის მისაღებად გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის მუშობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. გამოცემულია მცირე გრ ...

არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში (2007 -2008)

2007 წლის დასაწყისში ფედერაციამ Save the Children შეარჩია „მწვანე კავკასია“ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციად გარემოსდაცვის ინვესტირების პროგრამის (EIP) მცირე გრანტების პროგრამის (SGP)  განსახორციელებლად თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში და მისცა საშუამავლო გრანტი (15500 $). პროექტის „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკასა და თეთრიწყაროში“ ფარგლებში „მწვანე კავკასიამ“ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩაუტარა ტრენინგები თემებზე: „გარემოსდაცვითი პრობლემები“, „ორგანიზაციული ...

თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პრობლემა (2006)

2006 წელს „მწვანე კავკასიამ“ განახორციელა პროექტი „მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიტოვებული კარიერების პრობლემა“. ჩატარდა ჩხიკვთისა და სამშვილდის მადანგამოვლინებებზე არსებული კარიერების აზომვები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა თეთრიწყაროს რაიონში მანგანუმის მოპოვების შემდეგ   მიტოვებული კარიერების რეკულტივაციის პროექტი. პრობლემისადმი ხელისუფლების მიპყრობის მიზნით გამოქვეყნდა პუბლიკაციები ადგილობრივ და ცენტრალურ პრესაში, ორგანიზაციამ პრობლემის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა მაჟორიტარ დეპუტატს დავ ...

Close