Category: პუბლიკაციები

ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიში

ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17  სექტემბრის №1365 განკარგულებით არის დამტკიცებული. გადმოიწერე სტრატეგია PDF  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და მწვანე კავკასიას ექსპერტებმა ამ სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის მიზნით შეიმუშავეს უნიკალური მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, სტრატეგიის 14 მიზნის მიღწევისა და 172 ამოცანის შესრულების მდგომარეობა შეფასდა 41 რაოდენობრივი და 190 ხარისხობრივი კრიტერიუმით. გადმოიწერე მე ...

საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ – ანგარიში 2018

  პუბლიკაციაში განხილულია იმიგრაციის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა, მოცემულია სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მოპოვებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადების ანალიზი, ასევე, რეკომენდაციები ცალკეული სამინისტროებისათვის, მათი გამჭვირველობისა და იმიგრაციის საკითხებზე მუშობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ანგარიში შედგენილია „მწვანე კავკასია“-ს მიერ, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „მულტიკულტურული თბილისი დღეს“ ...

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის გზამკვლევი

2017 წელს "მწვანე კავკასია" იყო პარტნიორი პროექტში "მონაწილეობითი ბიუჯეტის განვითარება – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი", რომლის ფარგლებში  შეიქმნა ბროშურა, სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მომზადების და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. მონაწილეობითი, ანუ სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმი პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო მონაწილეობის უმაღლეს დონეს. 2015 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“-ს და პოლონური ...

ეთნიკური უმცირესობები ქვემო ქართლის მუნიციპალურ ორგანოებში

2016 წლის მაის-ივნისში "მწვანე კავკასიამ" გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ქვემო ქართლის მუნიციპალური ორგანოებიდან, მათში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის თაობაზე. კვლევის პრეზენტაცია შედგა 2016 წლის 16 სექტემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში". ფაილის გადმოწერა Download file: Minorities in Kvemo Kartli Municipal Administrations, GEO, 2016   ...

თანამონაწილეობითი დაგეგმვა

პუბლიკაციაში განხილულია თანამონაწილეობითი ურბანული დაგეგმვის, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმების გამოყენების პრაქტიკა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლი მათ განხორციელებაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე. მომზადებულია პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში, რომელიც განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ (Green Caucasus) ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტ ...

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა: საჭიროება და მომავლის ხედვა

სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იქნას მიმართული მცირე და საშუალო ურბანული ტიპის დასახლებების - დაბებისა და ქალაქებისა განვითარების, მათში საჯარო მომსახურების დონის ამაღლებისა და საწარმოების შექმნის ხელშეწყობისაკენ, რაც ადგილებზე მოსახლეობის დასაქმების პირობებსა და კეთილმოწყობილ საარსებო გარემოს შექმნის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უახლოეს მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. სრულად   ...

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ – გზამკვლევი

  2015 წლის 16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან. შემდგომში მის საფუძველზე გამოიცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და შემოღებულ იქნა რეგულაციები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის, ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად. გზამკვლევში ახსნილია საქართველოს კანონის "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი პრინციპები და ყურადღება გამა ...

“ადგილობრივი თვითმმართველობა” – სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა მწვანე კავკასიას (Green Caucasus) მიერ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან (ICCC) პარტნიორობით. სახელმძღვანელო განკუთვნილია საჯარო მოხელის სერტიფიკატის მისაღებად გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის მუშობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. გამოცემულია მცირე გრ ...

Close