„ალიანსი საქართველოსთვის'' თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ თელავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაიწყო. ვარდოშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მისასვლელი გზები წლებია ამორტიზებულია და ხელისუფლებამ სწორედ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოფელებში გზების ორმოულების შეკეთება დაიწო.
,,ეს არის დაკანონებული უკანონობა. ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული სამუშაობი გაწერილია წინასაარჩევნო პერიოდში. თუ თანხა გამოყოფილია გზების რეაბილიტაციისთვის, რატომ არ უნდა კეთდებოდეს წლის სხვა მონაკვეთში და არა წინასაარჩევნოდ. არჩევნებამდე მოსწრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები იქნება უხარისხო“, - განუცხადა რადიო ,,ჰერეთს“ ვარდოშვილმა.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი სიბაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული სამუშაოები 2010 წლის ბიუჯეტშია გაწერილია და არჩევნების გამო ახლა ვერ შეჩერდება.
HERETIFM.com
24.05.2010