ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
სოფელ ჭერემის მოსახლეობა 16 წლიანი უშუქობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობა 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელში შემორჩენილმა 12 - მა ოჯახმა ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე დეპუტატობის კანდიდატი, კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ადგილობრივებს ელექტროენერგიის პრობლემის გადაჭრას დაპირდა, თუმცა უშედეგოდ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობის აღდგენას დაახლოებით 300 000 ლარი სჭირდება. ეს ხარჯები 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

სოფელ ჭერემს რაიონულ ცენტრთან ერთადერთი, უკიდურესად დაზიანებული გზა აკავშირებს. ჭერემში მხოლოდ სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად სულ 4 ბავშვი სწავლობს. აქედან 2 – პირველ მეორე კომპლექტკლასში, ერთი მოსწავლე მე-8 კლასში და ერთი გოგონა მე-11 კლასში. სკოლას 8 მასწავლებელი ემსახურება.

სოფელში მდგარი 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდან, 90 მიტოვებულია.

სოფელი ჭერემი მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრეს დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. ჭერემში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც.

ick.ge

24.05.2010

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« იანვარი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31